ორმხრივი სროლა საიუვილერო მაღაზიაში [VIDEO]

2018-01-17 20:28:50

თურქული მედიის ცნობით, 29 დეკემბერს საიუვილერო მაღაზიის ძარცვისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ესენლერის რაიონის საიუვილერო მაღაზიაში, რომელშიც იარაღით რამდენიმე პირი შეიჭრა, ერთერთი მათგანი ორმხრივ სროლაში დაიღუპა. კერძოდ, ძარცვის მიზნით მაღაზიაში ორი ადამიანი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სცადა, რის შემდეგაც 40 წლის იუველირმა ეიუფ დედათ ქოჩერმა მათ წინააღმდეგობა ასევე ცეცხლსასროლი იარაღით გაუწია. ორმხრივი სროლისას კი იუველირი და ერთერთი ეჭვმიტანილი, საქართველოს მოქალაქე რ.ა დაიღუპნენ. მესამე პირი  ლ.ბ. კი დაიჭრა, რომელსაც მოგვიანებით პატიმრობა შეეფარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირები თურქეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ნახეთ ვიდეო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე