რა ვითარებაა რუსთავის ქუჩებში

2018-01-17 19:56:59

რუსთავის მერის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური ეზოების სამშენობლო მასალებისა და კონსტრუქციებისგან გათავისუფლებას განაგრძობს.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სამუშაოები მესხიშვილის 13-ში, მეგობრობის 33, 35-ში და კომუნალებისა და გომელაურის კვეთაზე განახორციელეს.

ტერიტორიების სხვადასხვა ნარჩენისგან გაწმენდა ქალაქის მასშტაბით პერმანენტულად მიმდინარეობს.

როგორც ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ქალაქში რაიმე სახის მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველა კონსტრუქცია თუ შენობა-ნაგებობა თვითნებობად ჩაითვლება და ზედამხედველობის სამსახური  შესაბამის ზომებს მიიღებს.

ავტორი: ირმა კურტანიძე