გიორგი ჭანტურია ცუდად გახდა

2018-01-17 18:43:10

გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ მის ძმაზე რამდენიმე პირი ფსიქოლოგიურად ძალადობდა და ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას სთხოვდა "როცა ეუბნებიან რომ აღიარე რაც არ ჩაგიდენია, ამიტომ გახდა სასწრაფოს მოსვლა საჭირო, ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ ეღიარებინა დანაშაული" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მარიამ ჭანტურიამ.  დაკავებულის დის ინფორმაციით, ჭანტურიაზე ზეწოლას რამდენიმე ადამიანი ახდენდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ანა კეკენაძე აცხადებს, რომ დაკავებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნერვიულობის ფონზე მაღალი წნევა აღენიშნებიდა. ადვოკატი ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ხვალ გააკეთებს.
შეგახსენებთ, გიორგი ჭანტურია სოსო ქუთათელაძის მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 

ავტორი: ირმა კურტანიძე