საკრებულოს სხდომა გაიმართა [video]

2018-01-17 16:51:34

დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც 12 საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი საკითხი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების ეხებოდა. საკითხის განხილვას ოპოზიციასა და პოზიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. კერძოდ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " თავჯდომარემ ალექსანდრე ბერიძემ განაცხადა, რომ "ხელფასების ერთგავარად გაერთიანება და ასეთი სახით წარმოდგენა უკან გადადგული ნაბიჯია მმართველი პარტიის მხრიდან. ჩვენ ვთლით, რომ ამ შინაარსობრივ ცვლილებას არანაირი აზრი არ აქვს, პირიქით ეს უარესია იმ სოციალური ფონიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში დგას. სწორედ ამიტომ გავაპროტესტეთ აღნიშნული გადაწყვეტილება." საკრებულოს თავჯდომარემ ლევან ონიანმა კი "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ "იქნა განსაზღვრული მაქსიმალურად და ოპტიმალურად სხვადასხვა თანამდებობების მიხედვით გარკვეული სარგოები, რაც საშუალებას მისცემს ამა თუ იმ ორგანოს იმუშაოს შესაბამისად და პასუხისმგებლიანად." ნახეთ ვიდეო