შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებს

2018-01-17 15:22:34

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს. როგორც შსს-მ ინფო რუსთავთან საუბარში განაცხადა: „საქმეზე დაკავებულია ერთი პირი 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები იმის დასადგენად, აქვს თუ არა დაკავებულ პირს ქუთათელაძის მკვლელობასთან რაიმე კავშირი.“

ინფო რუსთავი დაკავებულის ადვოკატს, დაახლოებით, ორი საათის წინ ესაუბრა.