ახალი დეტალები ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში

2018-01-17 13:23:16

სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. დაკავებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე  „ინფო რუსთავთან“ აცხადებს, რომ  მოხდა ბრალდებულის სახლის ჩხრეკვა ამოღებულია ვაზნები, რომლის მფლობელი არა ის პიროვნებაა, რომელიც დაკავებულია, არამედ მისი მამა. თავდაპირველად მოხდა ამ პიროვნების დაკითხვა, შემდგომ გაუშვეს. მეორედ დაბარებისას  საგამოძიებო მოქმედებებში მიაღებინეს მონაწილეობა, პარარელურად მიმდინარეობდა სახლის ჩხრეკვა, რა დროსაც ვაზნები იქნა ამოღებული და ამ მიზნით ღამის 4 საათზე მოხდა მისი დაკავება და ბრალის წარდგენა. შემდგომ დაიბარეს ოჯახის წევრები, რა დროსაც მამამ აღიარა, რომ ის ფლობდა იარაღს და ეს ვაზნებიც ეკუთნოდა მას.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 2 დღის წინ მოხდა ე.წ „სტამბულის ბაზრის“ ერთ-ერთი მეწილე,ბიზნესმენი,გენერალი  სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.