ცვლილებები რუსთავის საფეხბურთო კლუბში

2018-01-17 11:27:54

ცვლილებები რუსთავის საფეხბურთო კლუბში. არსებული ინფორმაციით რუსთავის საფეხბურთო კლუბში "რუსთავი" საკადრო ცვლილებებია, ასევე კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და მათ სხვები ჩაანაცვლებენ. ინფორმაცია ცვლილებების შესახებ დაადასტურა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ და კლუბის დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა. კილასონიამ "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ შესაძლოა მან დატოვოს მთავარი მწვრთნელის პოზიცია, თუმცა რჩება კლუბში ოღონდ სხვა პოზიციაზე. ბადრი მაჭავარიანი აცხადებს რომ იგეგმება ცვლილებები, დაზუსტებული არაფერია და დეტალებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს შეხედრები.

გავრცელდა ინფორმაცია რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციას ვალერი გაზაევი დაიკავებს, ასევე საუბარია ახალი ფეხბურთელების დამატებაზე, კონკრეტულად კი მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველები ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, გიორგი რეხვიაშვილი და ლაშა სალუქვაძე, ნახევარმცველები პაპუნა ფონიავა და ავთო ენდელაძე, თავდამსხმელები ბექა მიქელთაძე, ბაჩანა ცხადაძე და ბექა ქავთარაძე.

თემაზე დამატებითი ინფორმაცია სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაჟღერდება.