ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდა (photo)

2018-01-16 22:40:46

ახალი ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. ცურტაველის ქუჩაზე, ძველი #10 ბაღის ფილიალის დემონტაჟი 7 თვის წინ დაიწყო. ამ მომენტისთვის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, გარდა სამშენებლო პროცესისა ბაღში უკვე მოეწყო სველი წერტილები, ასევე შეიტანეს სხვადასხვა საჭირო ტექნიკა. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ რომ ბაღს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც მოხდება ობიექტის ჩაბარება. პატარებს აღნიშნულ ბაღში სიარული კი სავარაუდოდ ახალი სასწავლო სეზონიდან მოუწევთ. ბაღში 6 ჯგუფი გაიხსნება, სადაც სწავლას 220-მდე ბავშვი შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ბაღი ავარიულ მდგომარეობაში იყო და შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა. ამიტომ, მოხდა მისი დემონტაჟი და გადაწყდა, რომ მის ადგილზე ახალი შენობა აშენებულიყო. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადება.