დააკავეს თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილი

2018-01-16 19:35:33

რუსთავში მკვლელობის ადგილზე (ე.წ. "სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე) საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. სამუშაო ჯგუფი ცოტახნის წინ იმ კაბინეტში იმყოფებოდა სადაც ბაზრის მეწილე მოკლეს. სამართალდამცველებმა მთავარ მოწმესთან ერთად კიდევ ერთხელ დაათვალიერეს სამსონ ქუთათელაძის კაბინეტი. ჩვენი ინფორმაციით მკვლელმა შემთხევვის ადგილი უკანა კარიდან დატოვა და მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით წავიდა. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ მთავარი მოწმე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით სამართალდამცველებს მკვლელობის საქმეზე 45 წლამდე მამაკაცი დაკავებული ჰყავთ, თუმცა შსს-ში ეჭვმიტანილის დაკავებას არ ადასტურებენ.

შსს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ში სპეციალური სამუშაო ჯგუფი უკვე შეეიქმნა, რომელმაც საქმის დეტალურ გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ რომ მკვლელობა გუშინ დაახლოებით 17 საათზე მოხდა, საკუთარ კაბინეტში სამსონ ქუთათელაძე მოკლეს.