ყალბი ფულის გასაღების ფაქტი [video]

2018-01-16 11:52:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, ქვემო ქართლში არსებულ სავაჭრო ობიექტში ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში ყალბი 100 დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 700 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები  და 48 800 ყალბი თურქული ლირა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ნახეთ ვიდეო.