ავტომობილის დაზიანების ფაქტი

2018-01-16 11:24:21

XIV მიკრო-რაიონში "მაზდა"-ს მარკის ავტომობილს უკანა საქარე მინა ჩაუმტვრიეს. ავტომობილის მეპატრონე აცხადებს რომ ფაქტი შემთხვევით ვერ მოხდებოდა, მას ეჭვი აქვს რომ საქარე მინის ჩამტვრევა განზრახ განხორციელდა. აღსანიშნავია რომ ავტომობილიდან ნივთები არ არის დაკარგული. მსგავსი ფაქტი ადრეც დაფიქსირებულა.