მკვლელობა რუსთავში

2018-01-15 21:41:00

მკვლელობა რუსთავში დაახლოებით 17 საათზე მოხდა. სამსონ (სოსო) ქუთათელაძე ე.წ. "სტამბულის ბაზრის" ერთ-ერთი მეწილე საკუთარ კაბინეტში მოკლეს. "ინფო რუსთავი" დეტალებს ამ დრომდე არკვევს, უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ კადრებს და ინტერვიუს იმ ადამიანთან ვინც პირველი ნახა მოკლული. პირდაპირი ეთერის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ. გარდაცვლილის ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი ქალაქი საჩხერე 04.05.1964 ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული მეუღლე და ორი შვილი განათლება თბილისის ეკონომკის და სამართლის ინსტიტუტი სამხედრო სწავლებები აშშ, საფრანგეთი, გერმანია დიდი ბრიტანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილეობა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სამშვიდობო ოპერციები ერაყში. ბრიგადის გენერალი, აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, საჩხერის საპატიო მოქალაქე

ჯილდოები
1)საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმიდა გიორგის ოქროს ორდენი
2)ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი
3)მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის
4)საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო საპატიო ლეგიონის ორდენი
5)აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მედალი განსაკუთრებული ღვაწლისთვის
6)აშშ არმიის მედალი საბრძოლო მიღწევებისთვის
7)აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მადლიერების მედალი

შრომითი საქმიანობა
1983 - 1985 - სავალდებულო სამხედრო სამსახური.
1985 - 1989 - საჩხერის სპორტული კომპლექსის რადიო კვანძის უფროსი.
1991/01 - 1992/04 - საჩხერის ბატალიონის ოცეულის მეთაური.
1992/04 - 1992/06 - საჩხერის ბატალიონის დაზვერვის უფროსი.
1992/07 - 1995/03 - - საჩხერის ბატალიონის მეთაური.
1995/06 - 1997/08 - საჩხერის სპეცდანიშნულების სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური.
1997/08 - 2001/12 - მე-16 "საჩხერე" სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური.
2001/12 - 2003/01 - ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საგანგებო სიტუაციისა და სამაშველო ძალების შტაბის უფროსი.
2003/02 - 2004/01 - ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე.
2004/04 - 2006/01 - ეროვნული გვარდიის სარდალი.
2006/02 - 2007/04 - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.
2012- საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი.თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე