ხანძარი VIII მიკრო-რაიონში [video]

2018-01-15 15:35:43

ხანძარი VIII მიკრო-რაიონში, ცეცხლი ლიფტის შახტაში გაჩნდა. მოსახლეობა "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს რომ სუნი და ძლიერი დაკვამლიანება იყო რის გამოც 112-ზე დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს. არსებული ინფორმაციით ხანძარი იმ ადგილზე გაჩნდა სადაც მოსახლეობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიდა. ნახეთ ვიდეო.