თბილისში წერეთლის გამზირზე მაგთის ოფისი გაძარცვეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ოფისიდან სვარაუდოდ გატანილია მობილური ტელეფონები, ზუსტი ზარალის დათვლა ამ წუთებში მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ჯერ-ჯერობით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.