17 წლის ბიჭები დაჭრეს

2018-01-15 11:39:18

ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, რა დროსაც 17 წლის მოზარდებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. არასრულწლოვნები ხაშურის ცენტრალურ კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.