საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში

2018-01-14 21:31:37

რუსთავის თვითმმართველობაში უახლოეს პერიოდში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ხელმძღვანელის თანამდებობეს სავარაუდოდ დატოვებენ მერიის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსი ლევან კუპატაძე და რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს დირექტორი ფრიდონ დვალაძე, ისინი სავარაუდოდ სხვა პოზიციებს დაიკავებენ. ამ დროისთვის მერიაში ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს რომელიც სავარაუდოდ თვის ბოლომდე დასრულდება და გაირკვევა დაანონსებული ააიპ-ების გარდა რომელი სამსახურების ლიკვიდაცია მოხდება და ასევე ვინ დატოვებს ან ვინ გააგრძელებს თვითმმართველობაში მუშაობას.