რამდენიმე უბანს ელ. ენერგია შეეზღუდება

2018-01-14 21:28:58

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს - "გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 იანვარს 11:00-დან 15:00 საათამდე - რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის, ახმეტელის, ლომოურის, შარტავას, ქუთაისის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე მე-6, მე-7, მე-8 და მე-11 მიკრორაიონებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება."