ლილოს დასახლებაში, 40 წლამდე მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შემდეგაც ჭას ავტომობილმა გადაუარა. შემთხვევა მეფრინველეთა ქუჩაზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება, დაახლოებით, 01:00 საათზე შევიდა. მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც, რომელმაც მამაკაცს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.