13 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს

2018-01-14 11:48:15

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილი იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც პიროტექიკის გამოყენების შედეგად დაშავდნენ წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით საახალწლო მაშხალების გამოყენებისას 13 წლის გოგონა დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს რომ - "ერთი პაციენტი იყო შემოყვანილი, განსაკუთრებული არაფერი, მას ხელზე ექსკორიაცია ჰქონდა, დამწვრობაც არ იყო. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება და უკვე გაწერილია ბინაზე. არაფერი საგანგაშო, მშვიდობიანი ღამე იყო". შეგახსენებთ რომ 1 იანვარს პიროტექნიკის არასწორედ გამოყენების შედეგად რუსთავში 6 ადამიანი დაშავდა.