რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

2018-01-13 22:04:17

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "14 იანვარი ქ. რუსთავი, ბათუმის ქუჩის #35-თან მომხდარი, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 14/01-ის 02:00-დან 14/01-ის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ქ. რუსთავის მარცხენა სანაპიროს (ძველი რუსთავის) აბონენტებს."