H&M-ის მაღაზიები დაარბიეს

2018-01-13 21:03:27

სამხრეთ ამერიკაში პროტესტანტებმა H&M-ის მაღაზიები დაარბიეს. საპროტესტო აქციის მიზეზი კომპანიის ვებ გვერდზე დადებული რეკლამა გახდა. სურათზე შავკანიან პატარა ბიჭს მწვანე ჯემპრი აცვია წარწერით “ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში”. რეკლამა ვებ გვერდზე 8 იანვარს განთავსდა. სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდგომ კომპანიამ ბოდიში მოიხადა და ფოტო ბავშვების განყოფილებიდან აიღო.