ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა

2018-01-13 23:44:08

იტალიაში, ბოლცანოს რეგიონში, ქალაქ ნატურნოში, ტრაგედიის შედეგად, საქართველოს მოქალაქე რუსთაველი ახალგაზრდა 34 წლის მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშინ როდესაც მატარებელი ვენეტოდან ნატურნოს მიმართულებით რეისს ასრულებდა და სადგურზე უნდა გაჩერებულიყო, მემანქანემ შეამჩნია რომ ლიანდაგებში მოულოდნელად მამაკაცი ჩავარდა. სამწუხაროდ მემანქანემ მუხრუჭის გამოყენება ვერ მოახერხა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 9 იანვარს მოხდა, ამ მომენტისთვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 34 წლის მამაკაცს რუსთავში დღეს ჩამოასვენებენ. ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცესებში ოჯახს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.