ავარია მეგობრობის გამზირზე

2018-01-13 18:49:55

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე დაახლოებით 16 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და "ფოლვაგენი"-ს მარკის ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.