დაზიანებული ქანდაკების დემონტაჟი განხორციელდა

2018-01-13 12:03:16

მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკულპტურის დემონტაჟი განხორციელდა. როგორც სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრში განგვიცხადეს, სკულპტურის დემონტაჟი, რომელიც დაზიანების გამო რესტავრაციას საჭიროებდა, უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოხდა. რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ავტორი მის აღდგენას დაასრულებს, სკულპტურა კუთვნილ ადგილს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მერიის მიმდებარე ტერიოტირაზე სკულპტურა, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაზიანდა.