მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-01-12 22:01:15

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სპეციალისტები კობი-გუდაურის მონაკვეთზე იმყოფებიან, ადგილზე აკვირდებიან სიტუაციას და ახორციელებენ 24 საათიან მონიტორინგს. მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამის რეკომენდაციები.

13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 13 იანვარი +7°C, 14 იანვარი 3°C, 15 იანვარი +5°C, 16 იანვარი +4°C. 14 და 16 იანვარს მოსალოდნელია თოვლი.