ელ. ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2018-01-12 21:52:51

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს - "გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 16:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება 10275 აბონენტს რუსთავში მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაიონებში და მიმდებარე ქუჩებზე. ხოლო 15 იანვარს 11:00-დან 15:00 საათამდე - 793 აბონენტს რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის, ახმეტელის, ლომოურის ქუჩებზე. 11:00-დან 15:00 საათამდე - 1660 აბონენტს რუსთავში შარტავას, ქუთაისის ქუჩებზე, მე-8, მე-7 მიკრორაიონებში. 11:00-დან 15:00 საათამდე - 799 აბონენტს რუსთავში ლომოურის, ფალიაშვილის, ახმეტელის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-6, მე-11 მიკრორაიონებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება."