მოსახლეობას წყალი ავზებით მიეწოდება

2018-01-12 12:53:28

კომპანია „რუსთავი წყალი“-ს მიერ ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო წყლის მიწოდება 24 საათით შეწყდა, სწორედ ამიტომ ქალაქს 3 სპეციალური ავტომობილი ემსახურება ე.წ ცისტერნებით, რომლებიც მოსახლეობას წყლით ამარაგებს.
ქალაქს წყლის მიწოდება 13 იანვრის, ღამის 01:00 აღუდგება. კომპანიამ სპეციალური განცხადება 10 იანვარს გაავრცელა.