"რუსთავმა" თამაში გასვლაზე მოიგო.

2016-12-19 20:38:33

რუსთაველი კალათბურთელები დღეს „მგზავრებს“ დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ეტაპი „რუსთავის“ გამარჯვებით 40:35 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარი, კვლავ რუსთაველი კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ შეხვედრა 84:73 „რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო თამაშს რუსთაველი სპორტსმენები „დინამოსთან“ გამართავენ.