სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის ოფისის ხელძღვანელმა ბესო ტეფნაძემ "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა რომ - "დღეს გადავიყვანეთ ბავშვი მინდობით აღზრდაში, რუსთავში, ერთ-ერთ ოჯახში. ბავშვი უკვე დარეგისტრირებულია, მიენიჭა პირადი ნომერი და ასევე დროებითი სახელი და გვარი. 6 კვირის განმავლობაში ველოდებით მშობლის მოძიებას და 6 კვირის შემდეგ უკვე სააგენტო დაიწყებს გაშვილებაზე სამართლებრივ პროცედურებს."
შეგახსენებთ რომ 6 იანვარს ჩვილი XII მიკრო-რაიონში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს.