რუსთაველ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ [video]

2018-01-11 21:08:32

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რუსთავის პოლციის ორ თანამშრომელს: ი.დ-ს და ბ.ბ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორი ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურის დასაბუთებით, სასამართლოს მიერ ნაკლებად მძიმე განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, შესაძლოა, მომხდარიყო ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებების განადგურება და მოწმეებზე ზეწოლა. ამის მაგალითია ის გარემოება, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ძმამ დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენა უკვე სცადა. ადვოკატები მოითხოვდნენ პროკურორს წარმოედგინა ის დოკუმენტები რის საფუძველზეც აცხადებდა რომ შესაძლოა მათი დაცვისქვეშმყოფები თავისუფლებაზე ყოფნის დროს მიიმალებოდნენ. ამასთან ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებდა რომ იარაღი არა დამიზნებით არამედ ჰაერში ისროლა. ბრალდებული ი.დ. მზად იყო გირაოს სახით 5000 ლარი, ხოლო ბრალდებულ ბ.ბ-ს 20000 ლარი გადაეხადა. მოსამართლემ არ გაითალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. თავად დაზარალებული რ.ღ. პროცესს არ დასწრებია.

ბ.ბ.-ს ადვოკატი ასევე აცხადებდა რომ - "იმ გაწევ-გამოწევის დროს, როდესაც ამ პირებმა დაიწყეს ზეწოლა პოლიციელების მიმართ, საკავშირო საშუალება ამოაცალეს მათ და გაიქცნენ. პოლიციელებმა რომ ნახე სსუსტები იქნებოდნენ ამდენი ადამიანის მიმართ დაიწყეს ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება." სრულად თუ რას აცხადებენ ბრალდებულების ადვოკატები, პროკურორი და საიას იურისტი ნახეთ ამ ვიდეოში.

შეგახსენებთ რომ პოლიციელებსა და მოზარდს შორის დაპირისპირება 12 ნოემბერს მოხდა, დღეს კი პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა.