უაქციზო სასმელი რუსთავში [video]

2018-01-11 14:29:45

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე  ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები - „BELUGA”, „HENNESSY“, „I JEVAN“ და „ARARAT“, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 7 000 ლარს აღემატება.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. ნახეთ ვიდეო.