ხანძარი VIII მიკრო-რაიონში

2018-01-11 13:34:09

VIII მიკრო-რაიონში ხანძარი ერთ-ერთი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, საპატრულო პოლიციის და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი რბილ ავეჯს გაუჩნდა, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.