მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-01-10 22:46:03

გარემოს ეროვნული სააგენტო - "სინოპტიკოსების ინფორმაციით 11 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლია მოსალოდნელი. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +2, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება. 13 – 14 იანვარს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს. საქართველოს მასშტაბით მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების ავტომატური სადგურები და ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომლებიც არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ ოპერატიულ რეჟიმში გადაცემს მონაცემებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს."

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 იანვარი +4°C, 12 იანვარი 10°C, 13 იანვარი +7°C, 14 იანვარი +2°C.