ლარი ყოველ წუთს უფასურდება.

2016-12-19 19:45:06

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 3 დღეში კიდევ 8 პუნქტით გაუფასურდა. ჯერ კიდევ დილით სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი შედარებით დაბალი იყო ვიდრე საღამოს, ამაჟამად 1 დოლარის შეძენა 2.810 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.770 ლარად მოგიწევთ. ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.741 ნიშნულზეა. კურსი კიდევ უფრო მაღალია კომერციულ ბანკებში.