18 წლის გოგო მოიტაცეს

2018-01-10 22:28:43

მარნეულში 18 წლის გოგო მოიტაცეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა, თუმცა გოგოს მშობლები წინააღმდეგები არიან რომ მათმა შვილმა ამ მამაკაცთან შექმნას ოჯახი, რის გამოც ფაქტი პოლიციას აცნობეს. "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ მამაკაცი რომელმაც გოგო მოიტაცა იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.