"ხუთი მარშუტკა გაივსებოდა იმდენი ვიდექით"

2018-01-10 20:26:23

"ინფო რუსთავს" ის მგზავრები დაუკავშირდნენ რომლებიც თბილისიდან რუსთავში დაბრუნებას ცდილობდნენ. მათი თქმით სპორტის სასახლესთან 50-ზე მეტი მგზავრი ნახევარ საათზე მეტი ელოდებოდა მიკრო ავტობუსს და ტრანსპორტი არსად ჩანდა. ერთ-ერთი მგზავრი ავცხადებს რომ - "ხუთი მარშუტკა გაივსებოდა იმდენი ვიდექით გაჩერებაზე, მოვიდა ერთი მიკროავტობუსი, ასვლა დავაპირეთ და მძღოლმა ასე გვითხრა არ ვმუშაობო. მგზავრების ნაწილმა ტაქსებით გადაწყვიტა სახლში დაბრუნება." კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ აღნიშნულ მარშრუტზე არანაირი შეფერხება არ ყოფილა და მგზავრების გადაყვანა ჩვეულებრივად, არსებული გრაფიკით ხდებოდა.