რამდენიმე სახლი დაიტბორა [video]

2018-01-10 14:42:47

სოფელ გომში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი გუშინ გვიან ღამით მდინარე სურამულას ადიდებისას გამო დახმარებას ითხოვენ. ადიდებულმა მდინარემ ოცამდე სახლი დატბორა, მოსახლეობა გულგრილობაში ბრალს ხაშურის მერიას დებს. მათი თქმით მდინარის გაწმენდას ადიდებამდე ითხოვდნენ, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია. ამ მომენტისთვის ადგილობრივებს გომის საავტომობილო გზა აქვს გადაკეტილი და ხაშურის მერის ადგილზე მისვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციის გაგრძელებით იმუქრებიან. ნახეთ ვიდეო.