ძლიერი ქარი რუსთავში [video]

2018-01-10 12:19:04

ძლიერმა ქარმა რუსთავში რამდენიმე შენობას სახურავი ახადა, დაზიანებულია ასევე სარეკლამო აბრები და საახალწლო მორთულობები. ქალაქის მერმა მე-12 მიკრო რაიონის მეცხრე კორპუსი დაათვალიერა, სადაც ძლიერმა ქარმა შენობის სახურავის ნაწილი დააზიანა. ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა."ძირითადი დაზიანებები არის მაღალსართულიან შენობებში. ძლიერი ქარი აფერხებს სამუშაოების დაწყებას. რაც შეეხება საახალწლო კონსტრუქციებს,ღია სივრცეში დამონტაჟებული მორთულობები უსაფრთოების მიზნით აღებული იქნება." ვიდეო