გამოუჩნდა თუ არა ნაპოვნ ჩვილს მშობელი

2018-01-08 20:48:43

6 იანვარს, სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილის მშობელი ამ დრომდე არ გამოჩენილა. გუშინ "ინფო რუსთავს" უამრავი ადამიანი უკავშირდებოდა და ბავშვის შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამდა, სწორედ ამიტომ ჩვენ დამატებითი განმარტების გაკეთება ვთხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს, ბესო ტეფნაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ - "არ არსებობს იმის შანსი, რომ ბავშვი განთავსდეს იმ ოჯახში ვინც თქვენთან რეკავს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იურიდიულ პროცესებთან. ჯერჯერობით ბავშვის იდენტიფიცირება არ მომხდარა, ამიტომ 6 კვირა სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მის ზრუნვაზე. ზრუნვაში კი გადაეცემა იმ ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია. რაც შეეხება გაშვილებას, როდესაც მშობლის მოძიება ვერ მოხერხდება, დადგება ბავშვის გაშვილების სტატუსის მინიჭება, რის შემდეგაც უკვე ისევ რეგისტრაციაში მყოფ ოჯახს სააგენტო, სასამართლოს გზით გადასცემს."

იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს რეგისტრაცია მას უნდა მიენიჭოს დროებითი სახელი და გვარი, გაშვილების შემდეგ ოჯახს შეუძლია მისცეს სასურველი სახელი და გვარი, ხოლო 10 წლის შემდეგ, თუ მას არ მოეწონება არსებული სახელი და გვარი შეუძლია შეიცვალოს.