20 დეკემბერს წყლის მიწოდება შეიზღუდება.

2016-12-19 17:45:53

ხვალ, 20 დეკემბერს, დღის 11:00 საათიდან, საღამოს 16:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას უდაბნოს გადამცემ ხაზზე დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობას და გარდაბნის ცენტრალურ სატუმბო სადგურს, რის გამოც  წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და გარდაბანს. წყლის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება და 19:00 საათიდან სრულად აღდგება.

კომპანია რუსთავის წყალი“ ბოდიშს  უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც  შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.