ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2018-01-09 19:49:10

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 19 საათზე მოხდა. რუსთავის შემოსასვლელთან "მერსედესი"-ს მარკის  მიკრო-ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა, არსებული ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი მოსძვრა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ავტობანზე მცირე დროით შეფერხებული იყო ტრანსპორტის მიმოსვლა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ნახეთ ვიდეო.