პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა

2018-01-09 10:01:34

დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული ნახეს. 19 წლის დავით ტორიაშვილს ოჯახის წევრები 29 დეკემბრიდან ეძებდნენ. სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ცხედარი ორთაჭალაში, ავტოსახელოსნოების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.

არსებული ინფორმაციით დავით ტორიაშვილს შელაპარაკება თანატოლებთან მოუვიდა, მან მოახერხა და მეგობრებთან დარეკა თუმცა მეგობრებმა მას უკვე ვეღარ მიაგნეს რადგან ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.