"კაკტუსი" vs "რუსთავი"

2018-01-08 21:40:02

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მორიგი საკალათბურთო მატჩი გაიმართა. რუსთავის "რუსთავი" თბილისის "კაკტუსს" დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, რუსთაველებს ჰქონდათ შანსი რომ შეხვედრა მოეგოთ თუმცა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 64:61 დაფიქსირდა და ქალაქის საკალათბურთო კლუბი დამარცხდა. მორიგ შეხვედრას რუსთაველები უკვე 11 იანვარს, ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გამართავენ, "რუსთავი" "სოხუმს" დაუპირისპირდება.