მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-01-08 20:47:43

გარემოს ეროვნული სააგენტო - "9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან, 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)


11 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი.

12 იანვარს შედარებით გამოიდარებს, 13 – 14 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი."

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 იანვარი +12°C, 10 იანვარი 9°C, 11 იანვარი +4°C, 12 იანვარი +9°C.