რუსთავში ჩვილი იპოვეს [video]

2018-01-08 12:30:32

მე-12 მიკრო-რაიონში სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვილი იპოვეს.საპატრულო პოლიციამ ახალშობილი ადგილობრივ  სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და ამ ეტაპისთვის კარგად გრძნობს თავს.

ბავშვთა განყოფილების გამგემ ნინო ონიანმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა- "ახალშობილი მოთავსებული იქნა 6 იანვარს 22საათზე. ჩვილი არის მამრობითი სქესის 3,250 კგ 50 სანტიმეტრი. ახალშობილი რამდენიმე საათის დაბადებული იყო, როცა საპატრულო პოლიციამ სამშობიაროში მოიყვანა. ადაპტაციის პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს."

შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 127 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს." ნახეთ ვიდეო.