ავტობუსი მთლიანად დაიწვა [video]

2018-01-08 11:08:45

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის შემოსასვლელში (წითელი ხიდი - რუსთავის მაგისტრალზე) დაახლოებით ღამის 00:30 საათზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს ავტობუსში 60-მდე მგზავრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა, ავტობუსის სალონშო მოხდა დაკვამლიანება, ტრანსპორტი გაჩერდა და მგზავრებმა დროულად მოასწრეს ავტობუსის დატოვება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ავტობუსი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში მიდიოდა. ნახეთ ვიდეო.