მამამ შვილი მოკლა და ცოლი დაჭრა

2018-01-07 21:46:16

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში, მამაკაცმა საკუთარი შვილი ნაჯახით მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა. დაშავებული ზუგდიდს რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 60 წლის ქალს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მას გამოკვლევები და ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

შსს-ში აცხადებენ რომ - "ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს."