ალილო მარნეულში

2018-01-07 17:08:21

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მე–4 ალილო გაიმართა, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა. ალილოს მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ მოადგილესთან და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად მიიღეს. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)


ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი. ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მეუფე გიორგიმ დალოცა ალილოს მონაწილეები და დღესასწაული მიულოცა.