საშობაო ნობათი მოხუცთა სახლს

2018-01-07 16:31:36

ქრისტეშობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე და მეუფე იოანე რუსთავის მოხუცთა სახლს ესტუმრნენ.ბენეფიციარები მოინახულეს და შობის დადგომა მიულოცეს. დღესასწაულის აღსანიშნად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეუფესთან ერთად  მოხუცებს ტკბილეული და საშობაო ნუგბარი გადასცეს.