ხდება თუ არა მეტალურგიული ქარხნიდან, თანამშრომლების მასიური დათხოვნა.

2016-12-19 13:41:51

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან თანამშრომლების მასიური დათხოვნა განხორციელდა, „ინფო რუსთავმა“ გადაამოწმა. ქარხნის წარმომადგენლების განცხადებით, საწარმოდან მართლაც მოხდა თანამშრომლების დათხოვნა, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა და რამდენიმე ერთეულ ადამიანზეა საუბარი. ქარხანაში აცხადებენ რომ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება, მიმდინარე პროცესია და წარმოების კლებამ გამოიწვია. მეტალურგიული ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ რომ ქარხანა თანამშრომლების შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდება, თუმცა შესაძლოა რამდენიმე თანამშრომლის დათხოვნა თებერვლის თვეშიც მოხდეს.